Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:22 03.05.2017
13 წლის გოგონამ იმშობიარა და ახალშობილის მოკვლა სცადა - გამაოგნებელი ამბავი ჩოხატაურიდან

გამაოგნებელი ფაქტი მოხდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში. ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ფსიქიკურად აშლილი დედა ახალშობილის მოკვლას აპირებდა, არამედ ის, რომ ახალგაზრდა დედა სულ რაღაც 13 წლისაა, უკვე გათხოვილია და იმშობიარა კიდეც...


"ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 13 წლის არის, 16 დღის ახალშობილის მკვლელობა პირუტყვის საბმულში სცადა, თუმცა მას ამის საშუალება ოჯახის უფროსმა დიასახლისმა მ. ს.-მა არ მისცა, 2004 წელს დაბადებულმა თ .კ. რომელმაც საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში ცხოვრობს, და იგი სოფელ სურებში გ.მ.-ების რძალია, შეგახსენებთ: სოფელ სურებში შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მეზობლები ახალგაზრდა გოგონას გონებრივ აშლილობაზე მიუთითებენ, სოფელში ამბობენ, რომ გოგონამ 8 თვის მუცლადყოფნის დროს თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა იგი მეზობლებმა გადაარჩინეს.


მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმცია არ ვრცელდება, ამ დროისთვის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მასზე პასუხისმგებლობა ოჯახის უფროსმა და მისმა ქალიშვილმა აიღეს. ბავშვის დედა კი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აწუხებს, დღესვე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.


ცნობისთვის: ახალგაზრდა დედა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადრეც იმყოფებოდა".

ავტორ(ებ)ი : mshoblebi.ge