Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:56 03.05.2017
ღვეზელები მწვანე ხახვითა და კვერცხით

ინგრედიენტები

  • თბილი რძე - 200 მლ
  • ფქვილი - 400 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კარაქი - 30 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • გულსართისთვის:
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • მოხარშული კვერცხი - 4 ცალი
  • არაჟანი ან მაიონეზი - 2 ს/კ

 

 

მომზადება:

ათქვიფეთ ჯამში შაქარი, მარილი და კვერცხი. დაუმატეთ თბილი რძე და საფუარი.
ჩაყარეთ ნელ-ნელა ფქვილი და მოზილეთ ცომი.
მოათავსეთ ცომი თბილ ადგილას. ჩაზილეთ 1 წუთის განმავლობაში და გააჩერეთ 1 საათი.
მოხარშეთ კვერცხი მაგრად. დაჭერით კვერცხი და ხახვი წვრილად. შეურიეთ არაჟანი ან მაიონეზი.
გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქის ფირფიტად. ჭიქით ან სპეციალური ფორმით ამოჭერით წრეები.
მოათავსეთ თითოეული წრის გულში გულსართი, მოუკარით თავი და მიეცით ღვეზელით ფორმა.
შეწვით ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში 10-12 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან.
ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge