Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:02 04.05.2017
ქათმის ოლივიე - ცნობილი სალათის გემრიელი ინტერპრეტაცია

ინგრედიენტები

  • მოხარშული კვერცხი - 6 ცალი
  • ბეკონი ან ლორი - 100 გ
  • მოხარშული კარტოფილი - კანიანად, 6 ცალი
  • მოხარშული ქათმის ფილე - 3 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • მჟავე კიტრი - ან ქორფა 4 ცალი
  • მაიონეზი - 200 გ
  • ბარდა, დაკონსერვებული - 1 ქილა
  • მწვანილი - მოსართავად
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

მოხარშული კარტოფილი და კვერცხი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბიკებად. 
კიტრი, ხახვი, ქათმის ფილე, ლორი ასევე დაჭერით იგივე ზომის კუბიკებად.
დაჭრილი ინგრედიენტები გადაიტანეთ სასალათეში, დაუმატეთ ბარდა, მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი და კარგად აურიეთ.
მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით, ოხრახუშით და კამით.

გემრიელად მიირთვით!
ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge