Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:23 05.05.2017
შოკოლადის ფონდიუ მარწყვით და მარშმელოუთი - დესერტი ცხობის გარეშე

ამ მარტივი და საოცრად გემრიელი დესერტისთვის ნებისმიერი კენკრა და დაჭრილი ხილი გამოგადგებათ, პატარა ბისკვიტებიც კი. ჩვენ კი ფონდიუს ყველაზე გემრიელ ვარიანტის რეცეპტს მარწყვითა და მარშმელოუთი გთავაზობთ. 

 

ინგრედიენტები

  • შავი ან რძიანი შოკოლადი - 200 გ
  • ნაღები 20-33% - 100 მლ
  • მარწყვი - 500 გ
  • პატარა ზომის მარშმელოუ - ზეფირი, 250 გ

 

 

მომზადების წესები

შოკოლადის ნატეხებს დაასხით ნაღები, გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან ფონდიუსთვის განკუთვნილ სპეციალურ, მინიატურულ ქურაზე. თან შეუჩერებლად ურიეთ.

წამოაცვით მარწყვი და მარშმელოუ ხის ჩხირებზე ან ფონდიუს სპეციალურ ჩანგლებზე და ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.

 

ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge