Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:09 06.05.2017
ექსტრავაგანტული ტანისამოსი ნიუ-იორკის "წლის წვეულებაზე" (ფოტოები)

Met Gala მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ექსტრავაგანტული წვეულებაა, რომელიც მაისის თვის პირველ ორშაბათს იმართება. წვეულება მიზნად კოსტიუმების ინსტიტუტისთვის (იგივე მოდის დეპარტამენტი) ფულის შეგროვებას ისახავს, რადგან ეს ერთადერთი კურატორული დეპარტამენტია, რომელიც შემოწირულობებით ფინანსდება.



არაოფიციალურად კი ორშაბათ საღამოს ნიუ-იორკში "წლის წვეულებად" და "აღმოსავლეთ სანაპიროს ოსკარად" მიიჩნევენ.



წვეულებაზე მოსახვედრი ბილეთები 30 000 დოლარი ღირს, მაგიდა კი 275 000 დოლარი. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ფული მთლიანად კოსტუმების ინსტიტუტს ერიცხება. გასულ წელს 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოგროვდა. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge