Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:26 11.05.2017
არარეაულურად გემრიელი კერძი - კარტოფილიანი ლავაში!

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 700-800 გ
  • რძე - 350 მლ (250 ცომისთვის, 100 მლ პიურესთვის)
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კარტოფილი - 800 გ
  • კარაქი - 150 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • კამა - 1 კონა
  • მარილი - გემოვნებით
მომზადება:
ხახვი წვრილად დაჭერით, მოხრაკეთ კარაქში.

კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში და გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და წვრილად დაჭრილი კამა, 50 გ კარაქი და 100 მლ რძე.

კარგად აურიეთ.

რძეს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მარილი - მოზილეთ ცომი.

გააბრტყელეთ თხლად.

ამოჭერით საჭირო ზომის წრეები.

მოღებული ბლითები შეწვით მშრალად ტაფაზე.

შემწვარ ლავაშებს წაუსვით გამდნარი კარაქი. შემდეგ გაანაწილეთ მის შუაგულში კარტოფილის პიურე. გადაკეცეთ ლავაში შუაზე, ზემოდან წაუსვით კარაქი. კუზიკმიაკი მზად არის!!!

გემრიელად მიირთვით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge