Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:10 15.05.2017
ვინ არის ცირა კობიაშვილის რჩეული – „ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი…“

მას მერე რაც ეს ლამაზი გოგო ეკრანზე გამოჩნდა, პრესა აქტიურად განიხილავს მისი გარეგნობისა თუ პირადი ცხოვრების დეტალებს. „იქს ფაქტორში“ ცირა კობიაშვილმა გულწრფელად მოყვა თვისი სიყვარულის შესახებ. სწორედ ამ შოუდან გავიგეთ, რომ მისი შეყვარებული მოკლეს. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ახალი „იქს ფაქტორიც“ დაიწყო, მაგრამ ცირას პირადი ამბები მაინც აქტუალურია.

 

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ მომღერალს ახალი რჩეული ჰყავს. ცირას შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ოთარიშვილია. როგორც ამბობენ, წყვილმა რამდენიმე თვის წინ გაიცნო ერთმანეთი და მათ შორის სიყვარულის ძაფები გაიბა.

 

ჩვენ ცირას დავუკავშირდით.

– ცირა, ფეხბურთელ, გიორგი ოთარიშვილზე მინდა გკითხო. ჩიტმა ამბავი მომიტანა, „ლავ სთორი“ აქვთო…


– რომელმა ჩიტმა?

– ჟურნალისტებთან ფერად-ფერადი ჩიტები დაფრინავენ, ეს ყვითელია, ლამაზი. არაფერს მომიყვები?


– ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე ვილაპარაკო.

გთავაზობთ ფოტოებს რომელიც მათი სიყვარულის ამბავს ამტკიცებს.

 

 

ავტორ(ებ)ი : primetime.ge