Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:46 16.05.2017
დათო ოქიტაშვილი დათო ხუჯაძეს სასამართლოთი ემუქრება: "იქნებ "ვარსკვლავოსანი" ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს"

14 მაისს ფილარმონიის წინ ჯგუფ "სახის" ვარსკვლავი გაიხსნა. გამართულ კონცერსტსა და ვარსკვლავის გახსნას დიდი გამოხმაურება მოყვა. დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელ პოსტს აქვეყნებდა და ვარსკვლავის გახსნას ეწინააღმდეგებოდა. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს: "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 14 მაისს, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავური ფილის უნებართვოდ, პირატულად, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეუთანხმებლად აპირებს შპს-ს ფორმით დაფუძნებული ერთერთი კომპანია. მოგეხსენებათ, შპს გახლავთ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და მისი მიზანი არ შეიძლება იყოს სულიერი ფასეულობები. შესაბამისად, საეჭვო ხდება ისიც, თუ ვისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა აქვთ ჩაფიქრებული. რამეთუ, თუ ჩაფიქრებულია ნამდვილად ღირსეული და დამსახურებული პიროვნების ვარსკვლავის გახსნა, მაშინ ზემოაღნიშნულისახელმწიფო ორგანიზაციების თანხმობა და მათთან კოორდინაცია პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

მიმაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დაშვება არ შეიძლება, რამეთუ დღეს თუ ერთი მოგებაზე ორიენტირებული შპს გააკეთებს ამას, ხვალ მეორე შპს მოითხოვს და ა. შ. მოხდება პროექტის კომერციალიზაცია და ის იდეა, რაც ქალაქ თბილისის მერიასთან არსებულმა მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ჩადეს, რომ მთავარი იყო მომავალი თაობებისთვის ამაგდარ პიროვნებათა სულიერი ფასეულობების გადაცემა, სრულად გაქრება. ასევე ჩაიკარგება აგრეთვე იმ პიროვნენების ვარსკვლავები, რომლებიც 2000 წლიდან გაიხსნა."

დათო ხუჯაძე ამტკიცებს, რომ დათო ოქიტაშვილისათვის ვარსკვლავების გახსნა კომერციული პროექტია, რისი უფლებაც არ აქვს.

ურთიერთბრალდებები არ წყდება, დავით ოქიტაშვილი კი სასამართლოთ იმუქრება: "იქნებ "ვარსკვლავოსანი" ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს ძაან ბევრ ცრუ იმფორმაციას ავრცელებს. აუყვანეთ იურისტი იქნებ ამეცადინოს სად რა უნდა თქვას, ვატყობ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება. შეხვედრამდე დათუნა".

image

ავტორ(ებ)ი : intermedia.ge