Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:40 16.05.2017
ხრაშუნა და ჰაეროვანი ნამცხვრები - ხაჭოს ბანანები

ინგრედიენტები

 

  • კარაქი - 200 გ
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
გულსართი:
  • ხაჭო - 300 გ
  • შაქრის პუდრა - 0,5 ჭიქა
  • მწიკვი მარილი
  • ბანანი - სურვილისამებრ

 


მომზადების წესები

არაჟანში გახსენით სოდა ძმრით. 

 

დარბილებული კარაქი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეათქვიფეთ არაჟანი და დაუმატეთ პატარ-პატარა ულუფებით ფქვილი. მოზილეთ ნაზი ცომი, გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ 1 საათით მაცივარში.

ამასობაში მოამზადეთ გულსართი: ხაჭო გაატარეთ საცერში, რომ გახდეს ერთგვაროვანი. თუ ბანანსაც დაუმატებთ, ათქვიფეთ ხაჭო და ბანანი ერთად ბლენდერში.

დაუმატეთ შაქრის პუდრა (ან შაქარი) და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 4 თანაბარ ნაწილად. შემდეგ თითოეული ნაწილი დაყავით 8-10 ნაწილად. 

გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაწილი ოვალის ფორმად, ჩადეთ გულსართი, გადაახვიეთ რულეტად, შეუწებეთ კიდეები, მიეცით ბანანის ფორმა და დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე.

აცხვეთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. 

ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge