Powered by Jasper Roberts - Blog

11:06 17.05.2017
მსოფლიო რბენის დღეს 6.8 მილიონამდე ევრო შეგროვდა, რომელიც, მთლიანად, ზურგის ტვინის დაავადებების სამკურნალო ფონდში ჩაირიცხა

7 მაისს, კახეთში ლოპოტას გადასახვევთან სტარტზე 5000 მონაწილე დადგა. უკვე მეოთხედ, საქართველოში, მსოფლიო რბენამ სხვა 57 ქვეყანასთან ერთად, სტარტი 15:00 საათზე აიღო.

 

წელს  საქართველოში მსოფლიო რბენის გამარჯვებული გახდა  25 წლის ნინო მიქაძე, რომელმაც ქალებს შორის ყველაზე გრძელი დისტანცია, 29,230 კმ დაფარა. მამაკაცებს შორის კი, 37 წლის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა. ფინიშ მანქანის დაწევამდე, მან 35, 420 კმ ირბინა.


ეტლით მოსარგებლეებს შორის თანაბარი მაჩვენებლით, 8 კმ, გაიმარჯვეს Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩმა გიორგი თაყნიაშვილმა და ირმა ზვერიაშვილმა.

 

მსოფლიო რბენის ისტორიაში 2017 წელი გამოირჩევა მონაწილეთა აქტიურობითა და ქველმოქმედებით. წელს  ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების კვლევითი ფონდისთვის მსოფლიოში 6.8 მილიონი ევრო შეგროვდა. მსოფლიოში დარეგისტრირებული მონაწილეების ჯამური რაოდენობა 155 288 იყო. რბენის გლობალური გამარჯვებული  ეტლით მოსარგებლე არონ ანდერსონი გახდა, რომელმაც 92.14  კმ დაფარა. ყველაზე გრძელი დისტანცია მამაკაცებს შორის პოლონელმა ბარტოს ოლჟევსკიმ დაფარა. ქალბატონებს შორის კი, ასევე პოლონელმა, დომინიკა სტელმახმა მოიგრო გამარჯვებულის ტიტული. მან 68, 21კმ გაირბინა.

 

 

Wings for Life World Run-ის ლოკალური გამარჯვებული ქალი და მამაკაცი მომდევნო წელს თავად აირჩევენ, თუ რომელ ქვეყანაში სურთ სირბილი. გლობალური გამარჯვებული კი, რბენაში მოსამზადებელი 4 კვირიანი კურსით დაჯილდოვდნენ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge