Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:15 17.05.2017
როგორ მოქმედებს თვალის ფერი ურთიერთობაზე?

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ადამიანთა ურთიერთობა ბევრით აიხსნება... მათი თვალის ფერით. ჩვენ მოგიყვებით სხვადასხვა ფერის მქონე ადამიანებზე და იმაზე, რამდენად ერთგული, ან პირიქით, მოღალატეები არიან ისინი. 

 

შავი თვალები - საკმაოდ მოსიყვარულეები და ალერსიანები არიან ურთიერთობაში. ინიციატივის მქონეთ უყვართ საკუთარი აზრის ყველა ყოფით საკითხში დაფიქსირება. გიჟდებიან ყურადღების ცენტრში ყოფნაზე.

 

ყავისფერი თვალები - იმპულსურები და ტემპერამენტულები არიან. ადვილად უყვარდებათ, მაგრამ მალევე გადაუვლით ხოლმე გატაცება. მაგრამ თუკი ნამდვილად შეუყვარდათ ვინმე, მაშინ სამუდამოდ, ხოლო თუ შეიძულეს, ესეც მთელი ცხოვრებით.

 

ღია-ყავისფერი- ერთგულები, საკმაოდ შთამბეჭდავები, მეოცნებენი და ცოტა მორცხვები არიან.

 

მწვანე თვალები -  ხშირად იდეალური პარტნიორის ძებნაში ისინი დიდ დროს კარგავენ – ეს მათ დიდ მოთხოვნილებებს უკავშირდება. თუმცა, უყვართ მთელი არსით და გულწრფელად.

 

ნაცრისფერი თვალები - ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები ყველაზე იშვიათად ღალატობენ.

 

ცისფერი თვალები -  მეოცნებენი და რომანტიკულები არიან. თუმცა არ იშვიათად სჯერათ ცრემლების.

 

ლურჯი თვალები - ასევე რომანტიკულები და საკმაოდ მგრძნობიარენი და ემოციურები არიან. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge