Powered by Jasper Roberts - Blog

22:56 18.05.2017
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ ლონდონში, Decanter-ის დაჯილდოებაზე პლატინის მედალი აიღო

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ ლონდონში გამართულ Decanter-ის დაჯილდოებაზე პლატინის მედალი აიღო. საუბარია კომპანია "მარანულის" მიერ წარმოებულ 2015 წლის "ოშხანურ საფერეზე". ღვინომ "საუკეთესო ქართული წითელი ღვინის" კატეგორიაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა კომპანიის მიერ წარმოებული კიდევ ორი ღვინო: მუკუზანი და ქვევრის რქაწითელი. "მარანულის" დამფუძნებელი გიორგი კილაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ პლატინის ჯილდო Decanter-ის დაჯილდოებაზე იშვიათად გაიცემა. მაგალითად, 10 წლის განმავლობაში სულ გაცემულია 130 პლატინის ჯილდო, როდესაც ოქროს მედალი 16 ათასი ღვინისთვის აქვთ მინიჭებული. "ეს არ არის მხოლოდ "მარანულის" გამარჯვება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ღვინის იმიჯისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინო აღიარებას იწყებს საერთაშორისო მასშტაბით",- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. გიორგი კილაძის თქმით, ღვინოების შერჩევა ღვინის სპეციალისტების მიერ ბრმად, მხოლოდ გემოს მიხედვით ხდება. ამასთან, დაჯილდოების წესების მიხედვით, ერთი სახეობის ღვინო არ დარდება სხვა სახეობის ღვინოებს. პლატინის მედლის მფლობელმა ქართულმა ღვინომ სპეციალისტების მხრიდან 100 ქულიდან 95 დაიმსახურა, მუკუზანმა 83, ქვევრის რქაწითელმა კი - 88 ქულა.

ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge