Powered by Jasper Roberts - Blog

13:13 19.05.2017
რას აკეთებენ რუსეთი და აშშ ამიერკავკასიაში?

 

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლი ამიერკავკასიის (სამხრეთ კავკასიის) რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებაში, ნაჩვენებია მოსკოვისა და ვაშინგტონის მოქმედებასა და პოზიციებს შორის შორის არსებული განსხვავება (ავტორი - ნ.გულიევი).

 


„რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის ტრაგედია რუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხების საერთო ტკივილად ითვლება, რომლებიც ერთმანეთთან ისტორიული ფესვებით არიან დაკავშირებულნი. რუსეთი დიდ ძალისხმევას ახმარს კონფლიქტის მოგვარებას და არსებითად ერთადერთ შუამავლად რჩება ერევნისა და ბაქოს მოლაპარაკებებში. სწორედ რუსეთის დიდი დამსახურებაა ის, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის მექანიზმია შემუშავებული სისიხლისღვრის შეწყვეტის მიზნით, უკვე ხელმოწერილია მრავალი შეთანხმება. მოსკოვია ინიციატორი სამმხრივი ფორმატის სეხვედრებისაც, რომლებშიც რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მონაწილებენ“, - წერს ავტორი და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრემლის აქტიური პოზიტიური ძალისხმევის ფონზე აშკარად ჩანს აშშ-ის უკვე ყოფილი ადმინისტრაციის - ბარაკ ობამას გუნდის პასიურობა და ახალი ადმინისტრაციის - დონალდ ტრამპის გუნდის გაურკვეველი პოლიტიკა ამიერკავკასიის მიმართ. „ვაშინგტონი ცდილობს მინიმუმადე დაიყვანოს რუსეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რაც აბსურდული და მიუღებელია. პირიქით, რუსეთი ყველაზე მეტად ცდილობს იმას, რომ კონფლიქტი დაარეგულიროს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი მნიშვნელოვანი მონაკვეთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, აქაური მოვლენები მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენენ ჩრდილოეთ კავკასიაზეც. შესაბამისად, ამიეკავკასიაში ვითარების გამწვავება მოსკოვისათვის ხელსაყრელი არ არის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობა ხელს შეუშლის რუსეთის ევრაზიული ინტეგრაციული პროექტების რეალიზებას. ეს ფაქტორიც იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი დაინტერესებული არაა სიტუაციის გამწვავებით“.

 


პუბლიკაციაში ავტორი დადებითად აფასებს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას:

„რუსეთი სომხეთის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორია, მისი წილი რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის ბალნსში დაახლოებით 24%-ს წარმოადგენს, პირდაპირი ინვესტიციები კი 3,5 მილიარდ დოლარს აღწევს (ანუ უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 40%). სომხეტის ეკონომიკაზე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლამ პოზიტიურად იმოქმედა... მოსკოვ-ერევნის თანამშრომლობა სამხედრო სფეროშიც მაღალ დონეს აღწევს: 2017 წლის დასაწყისში რუსეთმა სომხეთს იარაღის შესასყიდად 200 მილიონის დოლარის კრედიტი გამოუყო, ხოლო 2016 წელს ორივე მხარემ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნა“.

 


აზერბაიჯანიც რუსეთის მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება: რუსული ინვესტიციები აზერბაიჯანის ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო ვაჭრობის საერთო მოცულობა - ოთხ მილიარდს. რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ინტეგრაციას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, თუ ამის სურვილი ბაქოს მიერ იქნება გამოხატული. აქტიურია მხარეთა თანამშრომლობა სამხედრო სფეროშიც: ბოლო წლებში აზერბაიჯანმა რუსეთისაგან მრავალი ტანკი, ჯავშანმანქანა, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენები მიიღო...

 


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სამივე მხარისთვის სასარგებლოა: სომხეთი და აზერბაიჯანი ლტოლვილებისა და დევნილი პირების რეპატრიაციას მოახდენენ, გაიხსნება დღეს ბლოკირებული საზღვრები, აღდგება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, მეტი წარმატებით იქნება რეალიზებული ევრაზიული სივრცის პროექტები.

 


აშკარაა, ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიური შედეგებით დაინტერესებული არ არის. ვაშინგტონი უფრო მეტად საკუთარი გავლენის გაფართოებითაა დაკავებული, ცდილობს რუსეთის საზღვართან თავისი სამხედრო კონტინგენტის განთავსების პლაცდარმი შექმნას. ამ მიზნის შესასრულებლად ამერიკას ამიერკავკასიაში დესტაბილიზება ჭირდება, რის შედეგადაც მას საბაბი ექნება აქაურ სიტუაციაში ჩარევისათვის - ვითომდა დაპირისპირების მოგვარებისა და რეგიონის შემდგომი „დემოკრატიზაციის“ მიზნით. ადრე მსგავსმა პრეცედენტებმა ის ქვეყნები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს „ამერიკული მფარველობა“, სამწუხარო შედეგებამდე მიიყვანეს...

 


 

საქართველომ, რომელმაც პროამერიკული კურსი აირჩია, ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად შეეცადა იარაღით გადაეჭრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, მაგრამ საბოლოო ჯამში თავისი ტერიტორიის მეხუთედი დაკარგა. ფაქტიურად, ქვეყანა დაშლამდე მივიდა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც „მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ამერიკელი მრჩევლების „მითითებებს“ ასრულებდა, თვითონ ჩაეფლო ელიტარულ კორუფციასა და ნეპოტიზმის ჭაობში. აშკარაა სხვა მომენტიც: ვაშინგტონს, უბრალოდ, არ შეუძლია სტაბილურობის დაცვა-შენარჩუნება ისეთ ქვეყნებში, სადაც მისი ხელშეწყობით ხელისუფლებაში „დემოკრატიული“ რეჟიმები მოვიდნენ, მაგალითად, ლიბიაში, ავღანეთში, ერაყში“, - ირონიულადაა აღნიშნული სტატიაში.

ავტორ(ებ)ი :