Powered by Jasper Roberts - Blog

13:15 19.05.2017
"მივმართავთ პრეზიდენტს, როგორც ერთადერთ გამოსავალს" - ლევან ალაფიშვილი

"ქართული ოცნების" კიდევ ერთ გეგმას, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას, ეწინააღმდეგება და უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ყველა, არასამთავრობოები, სათემო და მედია ორგანიზაციები.

უფლებადამცველების ნაწილი კი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, მალე, ივნისის პირველ რიცხვებშივე გამოაცხადოს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი.

 

გუშინ ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გაიმართა თვითმმართველობის "რეფორმის" განხილვა, რამაც სათემო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მხრიდან დიდი პროტესტის ფონზე ჩაიარა. გარდა ამისა, გუშინ არასამთავრობოების წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც და თხოვნით მიმართეს, კანონპროექტის მიღებამდე გამოაცხადოს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი, რათა ვერ მოხერხდეს მმართველი გუნდის ინიციატივის სისრულეში მოყვანა.

 

 

"მივმართავთ პრეზიდენტს, როგორც ერთადერთ გამოსავალს, დღესვე დანიშნოს თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც დღეს არსებული თვითმმართველობის პირობებში გამოცხადდება თვითმმართველობის არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ მოცემულობით, რომელშიც გამოცხადდა არჩევნები. შესაბამისად, ყველა შემდგომი გადაწყვეტილება, თუკი ასეთი იქნება მიღებული, შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ 2022 წელს", - განაცხადა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge