Powered by Jasper Roberts - Blog

13:39 19.05.2017
"როგორც პიროვნებას სჭირდება პოლიტიკური თავისუფლება, რეგიონსაც ასევე უნდა მიანიჭო პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება" - რამაზ საყვარელიძე

გაზეთ „ახალი თაობასთან“ ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრობს.

 

 

ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პოზიციაა. თუ დემოკრატიისკენ მიდიხარ, მაშინ თვითმმართველობის ხარისხი უნდა გაზარდო! დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება არის ფედერალიზმი. როგორც პარლამენტში ბევრი პარტია უნდა იყოს და ეს არის დემოკრატია, ისე ქვეყანაში ბევრი დამოუკიდებელი რეგიონი უნდა იყოს და მათთან დიალოგით, შეთანხმებითა და ურთიერთობით მიიღწევა დემოკრატია. ჩვენთან ამ თვითმმართველობის სისტემის მოგვარებას არ დაადგა საშველი. როგორც პიროვნებას სჭირდება პოლიტიკური თავისუფლება, რეგიონსაც ასევე უნდა მიანიჭო პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება.

არ გამოვრიცხავ იმას, რომ იყოს ასეთი მოტივი, რომ ყველაფერი ერთმა კაცმა მართოს. მარტო იმ ერთ კაცს კი არა, სხვებსაც აქვთ სურვილი, იმ ერთ კაცს მიაწებონ პასუხისმგებლობა ყველაფერზე. ეს ზის ადამიანის ბუნებაში. ასეთ მიდგომებს ყველგან ვხვდებით, ოჯახში, პარტიებში. გადახედეთ ოპოზიციურ პარტიებს, ყველა ერთკაციანი არ არის?! ერთი ლიდერის ირგვლივ შეკრებილი. დღეს ოპოზიციური პარტიები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. სწორედ ამიტომ იღებენ მერე ამ ნულოვან რეიტინგს და რატომ აბრალებენ ამას ხელისუფლებას, ეს გაუგებარია“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge