Powered by Jasper Roberts - Blog

20:14 19.05.2017
„მზიურის“ კინოთეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა - მანამდე კი „პრაიდის” ჩვენება სასულიერო პირებმა გააპროტესტეს

თბილისში, "მზიურის" ტერიტორიაზე მდებარე კინოთეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა განაცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა.ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია, რომელსაც „მზიურთან“ სასულიერო პირები და მრევლი მართავდა. ისინი ფილმის ”პრაიდი” ჩვენებას აპროტესტებდნენ. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ფილმი მამათმავლობის პროპაგანდაზეა და მათთვის გარყვნილების ქადაგება მიუღებლია. ”დაუშვებელია ბავშვთა ცენტრის ტერიტორიაზე ასეთი ფილმის ჩვენება”, - აცხადებდნენ „მზიურთან“ შეკრებილი სასულიერო პირები. 
ევაკუაცის გამო ფილმის ჩვენება შეწყდა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge