Powered by Jasper Roberts - Blog

20:53 19.05.2017
მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ქართულწარწერიანი მაისურით გამოცხადდა

imedinews.ge-ს ინფორმაციით, მსახიობი მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ქართულწარწერიანი მაისურით გამოცხადდა. მაისური წარწერით "მე" მას პრესკონფერენციაზე აცვია, რომელიც უნგრული ფილმის "იუპიტერის მთვარის" ჩვენებასთან დაკავშირებით იმართება. ფილმის ჩვენება საღამოს გაიმართება, სადაც მსახიობი უმცროს შვილთან ერთად მივა. უნგრულ ფილმში მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს. ფილმს რეჟისორია კორნელ მუნდრუცუ.კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა. წლევანდელ ფესტივალზე მთავარი პერსონა პედრო ალმოდოვარია. ის საკონკურსო ჟიურის პრეზიდენტია. მასთან ერთად ფილმებს შეაფასებენ - უილ სმიტი, პაოლო სორენტინო, ჯესიკა ჩესტეინი, ანდრეს ჟაუი, პარკს ჩან-უკი, ფან ბინგბინგი, გაბრიელ იარედი და მარენ ადე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge