Powered by Jasper Roberts - Blog

00:16 20.05.2017
ურტყით ერთმანეთს გიჟებივით მთელი დღე ქუჩაში, პარლამენტში, აქციებზე, ან იწუწუნეთ, რომ ბანძი ქვეყანა ვართ

ფილანტროპი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში 17 მაისის ამბებს აანალაზიებს და ქართველ მამაკაცებს მიმართავს: „ვნახე და წავიკითხე ეს 17 მაისის ამბები და რაღაც მინდა ვთქვა - ოჯახის სიწმინდე და ქალის ღირსება ყოველდღე ასჯერ მაინც ილახება ამ ქვეყანაში და ამას ის ფერადი დროშა ნაღდად არ შვრება."პიდარასტების" საცემად წასულები, ასზე მეტ ღირსებააყრილ ქალს გაუვლით გვერდით. მიტოვებულ და დამცირებულ ცოლებს, დედებს, შვილებს, დებს და ბებიებს. ყველას რომ გაუჩერდეთ, ფული თუ არ გაქვთ, ტკბილი სიტყვა უთხრათ, გზაზე გადასვლაში მოეხმაროთ, წყალი მოუტანოთ, ფეხსაცმელი უშოვოთ; აღარც გექნებათ ძალადობისთვის დრო, ბავშვებს მაგალითს მისცემთ და ქვეყანა წინ წაიწევა. საქმე თუ ვერ იპოვოთ, მითხარით და მე მიგასწავლით. არადა, ურტყით ერთმანეთს გიჟებივით მთელი დღე ქუჩაში, პარლამენტში, აქციებზე, ან იწუწუნეთ, რომ ბანძი ქვეყანა ვართ. ბანძი კი არა, მაგარი ქვეყანა ვიქნებით მალე. აი, ნახავთ,“ წერს აკა სინჯიკაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge