Powered by Jasper Roberts - Blog

00:26 20.05.2017
უკრაინის უშიშროების სამსახურმა კანონიერი ქურდი მეტსახელად დათო სვანი დააკავა

“უშიშროების სამსახურმა კავკასიელი კანონიერი ქურდი მეტსახელად დათო სვანი დააკავა “ - უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება უკრაინული გამოცემა bigmir.net :უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ა.წ. აპრილში დათო სვანი არაკანონიერი გზით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით  ჩავიდა უკრაინაში. ის ოდესის ოლქში დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლების საქმიანობის  კონტროლს ცდილობდა. ეშინოდა რა ოდესის სამართალდამცავების, მან დნეპრში გაქცევა მოახერხა, სადაც სპეცსამსახურებმა აიყვანეს. “გრძელდება ღონისძიებები ქვეყნის ტერიტორიიდან დამნაშავის გასაძევებლად, მიგრაციული კანონმდებლობის წესების დარღვევის გამო”-აღნიშნავენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები.შეგახსენებთ, რომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით გერლიან–ჩაჩიბაიას საქართველოში 2016 წელს 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.ბრალდებული სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ, ის უკრაინის მოქალაქეა და მისთვის გაუგებარია , რატო გამოაგზავნეს საკუთარი ქვეყნიდან. გერლიანის თქმით ის თავისუფალი მხატვარია და ევროპის ქვეყნებში დადის პეიზაჟების დასახატად.

ინფორმაციას „ფოსტალიონი“ აქვეყნებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge