მამაკაცი, რომლის გამოც ნიუ-იორკში, ტაიმზ ქვერზე გუშინ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოცზე მეტი დაშავდა, აცხადებს, რომ ყველას მოკვლა სურდა. 26 წლის რიჩარდ როხასმა პოლიციას განუცხადა, რომ ვიდრე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახებოდა, მარიხუანას ეწეოდა. გუშინდელი ინციდენტის შედეგად დაშავებული სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.