Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 22.05.2017
ნაყინის კლასიკური სენდვიჩები

ინგრედიენტები :

335   გრ. ფქვილი
75   გრ. მუქი კაკაო
285   გრ. უმარილო, დარბილებული კარაქი
200   გრ. გრანულირებული შაქარი
მწიკვი მარილი
2   ცალი კვერცხის გული
1   ს/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადების საფეხურები:

1.მიქსერით გათქვიფეთ კარაქი მარილი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხის გული და ვანილი. ნელ-ნელა ჩაამატეთ, ერთმანეთში არეული, ფქვილი და კაკაო. მოათავსეთ ცომი მაცივარში 20- 30 წუთის მანძილზე.

2.გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმაზე ( 25 სმ / 20 სმ-ზე) და დაჭერით პატარა მართკუთხედებად. სულ უნდა მიიღოთ 20 მართკუთხედი (5სმ / 10სმ – ზე)
3. გააცხელეთ ღუმელი 170 C – ზე.
4. მართკუთხედის ფორმის ცომები დაჩხვლიტეთ და აცხვეთ 16 -18 წუთის მანძილზე.
5. საშუალო ზომის ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე რომ გვერდები ამოეკეცოს. დარბილებული ნაყინი თნაბრად გადაანაწილეთ მასზე და შედგით მაცივარში გასაყინად.
6. გამომცხვარ და გაგრილებულ ორცხობილებზე მოათავსეთ ასევე მართკუთხედის ფორმაზე დაჭრილი ნაყინები და ზემოდან დაადეთ ისევ ორცხობილები.
7.თითოეული სენდვიჩი გაახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში, მირთმევამდე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge