Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:25 24.05.2017
ქათმის ღვეზელი ხრაშუნა ცომში

ინგრედიენტები

ცომი:
  • ფქვილი - 300 გ
  • კარაქი - 100 გ
  • არაჟანი - 125 გ
  • კვერცხი - 1
გულსართი:
  • კარაქი - 50 გ
  • პრასი - 1 ცალი
  • ბულიონი - 350 გ
  • ფქვილი - 50 გ
  • ქათმის ფილე - 600-800 გ, მოხარშული
  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი - 125
  • კვერცხი - 1

 

 

მომზადების წესები

ფქვილი და კარაქი კარგად ასრისეთ ან კომბაინში აურიეთ. მიღებულ ფხვიერ მასას დაამატეთ არაჟანი და კვერცხი. კარგად აურიეთ, მიღებული ცომი გაახვიეთ ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ 30 წუთი.
პრასი დაჭერით და მოშუშეთ კარაქში. დაამატეთ ბულიონში გახსნილი ფქვილი და შესქელებამდე შუშეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და  დაჭრილი ხორცი. შეაზავეთ მარილით და პილპილით.

ცომი გააბრტყელეთ 3 მმ-ზე. გაყავით ორად: ერთი ნაწილი ჩააფინეთ ფორმაში, დაადეთ გულსართი და დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. ზემოდან გადაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 20 გრადუსზე 30-40 წუთი
ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge