Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:02 30.05.2017
მოამზადეთ ჩიხირთმა ამ რეცეპტით!

ქართული კერძი ჩიხირთმა მთელ მსოფლიოში პოპულარულია და თავისი უნიკალური გემოთი ნებისმიერს აოცებს. დღეს მის რეცეპტს შემოგთავაზებთ!

 

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ქათამი
  • 250 გრამი ხახვი
  • 5 ცალი კვერცხის გული
  • 50 მლ ღვინოს ძმარი
  • დაფნის ფოთოლი, ქინძი, მარილი და მწვანილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

1. ქათმის ბულიონი მოხარშეთ და მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე ქვაბში დაჭრილი მწვანილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა ჩაამატეთ.

2. ამოიღეთ ქათამი და ნაჭრებად დაჭერით. გაასუფთავეთ ხახვი და ისიც დაჭერით. დაუმატეთ ბულიონს.

3. ცარიელ ჯამში კვერცხის გული ძმართან ერთად ათქვიფეთ და ბულიონში ჩაამატეთ. ხშირად ურიეთ. ჩააბრუნეთ ქათამი ბულიონში და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.

ავტორ(ებ)ი : kulinariumi.ge