Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:31 01.06.2017
შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით

რეცეპტის ინგრედიენტები:


2   ცალი ბადრიჯანი

ზეითუნის ზეთი

1⁄2 ჭიქა მაიონეზი

1⁄4 ჩ/კ მარილი

1⁄8 ჩ/კ პილპილი

3   კბილი დაკეპილი ნიორი

3   ცალი პომიდორი

კამა

 

 

 

რეცეპტის მომზადების საფეხურები:

1. გარეცხეთ ბადრიჯანი და მრგვლად დაჭერით (1 სმ სისქეზე).

2. შეწვით ტაფაზე ზეითუნის ზეთში ან გამოაცხვეთ ღუმელში.

3. მოამზადეთ მაიონეზის სოუსი: პატარა თასში კარგად აურიეთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და დაკეპილი ნიორი.

4. პომიდორი მრგვლად, კამა კი წვრილად დაჭერით.

5. ლანგარზე ქაღალდის ხელსახოცები დააფინეთ და შემწვარი ბადრიჯანი ზედ დააწდეთ.

6. შემწვარი ბადრიჯანი ლანგარზე დააწყვეთ, ზემოდან მაიონეზის სოუსი გადაუსვით, დაჭრილი პომიდორი დაადეთ და მოაყარეთ კამა.

 

 გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge