Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:56 06.06.2017
ბანანისა და მარწყვის გემრიელი ნაყინი ცხელი დღეების გასაგრილებლად
რეცეპტის ინგრედიენტები
900   გრ. მწიფე მარწყვი
3   ს/კ შაქარი
2   ს/კ ლიმონის წვენი
3   ცალი საშუალო მწიფე ბანანი
1   ჭიქა იოგურტი
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
რეცეპტის მომზადების საფეხურები

1)გარეცხილი და გარჩეული მარწყვი, 2 ს/კ შაქარი და ლიმონის წვენი მოათავსეთ ბლენდერში. თქვიფეთ გლუვი მასის მიღებამდე. მარწყვის ნაზავის ნახევარი ნაყინის ფორმებში გადაანაწილეთ (დაახლ. 2 ს/კ თითოეულში).

2)პატარა თასში აურიეთ ბანანის პიურე, იოგურტი, 1 ს/კ შაქარი და ვანილი. ურიეთ კარგად შერევამდე.

3)ბანანის ნაზავი ნაყინის ფორმებში გადაიტანეთ და ამოავსეთ 2/3 –მდე.

4)ნაყინის ფორმები დარჩენილი მარწყვის ნაზავით შეავსეთ და ცენტრში ხის ჯოხები მოათავსეთ. გაყინეთ 4–დან 24– საათამდე. ამოიღეთ ფორმებიდან და გემრიელად გაგრილდით!

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge