Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:18 09.06.2017
სოკო ბოსტნეულის შიგთავსით
რეცეპტის ინგრედიენტები
2   ჩ/კ ზეითუნის ზეთი
12   ცალი დიდი თეთრი სოკო
12  ჭიქა თოთო ისპანახი
12  თავი დაჭრილი ხახვი
2   კბილი დაკეპილი ნიორი
12  ჭიქა დაჭრილი პომიდორი ჩერი
2   ს/კ დაჭრილი ოხრახუში
18  ჩ/კ მარილი
მწიკვი დაფქული შავი პილპილი
3   ს/კ გახეხილი ყველი
3   ს/კ პურის ნამცეცები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1) წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 165 C-ზე. საცხობ ლანგარს მოუსვით 1 ჩ/კ ზეთი.

2) სოკოს ღეროები წვრილად დაჭერით და გადადგით. სოკოს ქუდები კი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე მოათავსეთ და აცხვეთ 12 წუთით.

 

3)ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე საშუალო ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი 1 ჩ/კ ზეთი. დაუმატეთ სოკოს ღეროები, წვრილად დაჭრილი ისპანახი, ხახვი, ნიორი და თუშეთ დაახლოებით 6 წუთით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და თუშეთ კიდევ 2 წუთით. გამორთეთ გაზქურა და შეურიეთ ოხრახუში, მარილი, პილპილი და 2 ს/კ გახეხილი ყველი და პურის ნამცეცები.

 

4) გააცხელეთ ღუმელი. ისპანახის ნაზავი თანაბრად გადაანაწილეთ სოკოს ქუდებში. მოაყარეთ თითოეულს დარჩენილი 1 ს/კ ყველი და პურის ნამცეცები. შემდეგ აცხვეთ 2–3 წუთით გადაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge