Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:03 13.06.2017
როგორ მოვამზადოთ გამორჩეული, რბილი და უნაზესი ნამცხვარი "მთვრალი ალუბალი"?
რეცეპტის ინგრედიენტები
4   ს/კ უმარილო კარაქი
112  ჭიქა თეთრი შაქარი
2   ცალი კვერცხი
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1   ჭიქა თბილი რძე
113  ჭიქა ფქვილი
34  ჭიქა დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
212  ჩ/კ გამაფხვიერებელი
18  ჩ/კ ზღვის მარილი
4   ჭიქა (450 გრ) ალუბალი
12  ჭიქა ოქროსფერი რომი
14  ჭიქა ცივი გაფილტრული წყალი
1   ჭიქა უმარილო კარაქი
3   ჭიქა შაქრის პუდრა
14  ჩ/კ ზღვის მარილი
450   გრ. კრემ–ყველი
4   ს/კ გადანახული ალუბლის სიროფი
ნახევრად ტკბილი შოკოლადი
ალუბალი მოსართავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1)ალუბლის მომზადება: გარეცხეთ 450 გრ ალუბალი და მოაშორეთ კურკა. დაჭერით და მოათავსეთ საშუალო თასში 0.5 ჭიქა ოქროსფერ რომთან ერთად. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით. შემდეგ თასის ზემოდან მოათავსეთ საწური და ზედ ალუბალი გადაიტანეთ. ალუბალი და თასში დაგროვებული სიროფიც ცალცალკე შეინახეთ.

2)შოკოლადის ბისკვიტის მომზადება: წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C–ზე. მოუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, ორ ცალ 20 სმ ზომის საცხობ ლანგარს.

3)თასში ათქვიფეთ 4 ს/კ დარბილებული კარაქი, 1.5 ჭიქა შაქარი, 2 ცალი კვერცხი და 1 ჩ/კ ვანილი. თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე გაღიავებამდე და ფაფუკი მასის მიღებამდე. შეურიეთ 1 ჭიქა თბილი რძე და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4)1 1/3 ჭიქა ფქვილი, ¾ ჭიქა დაუმტკბარი კაკაო, 1/8 ჩ/კ მარილი და 2 ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი ერთად გაცერით. გაცრილი ინგრედიენტები ცომში კარგად შეურიეთ და ათქვიფეთ. მიღებული ცომი წინასწარ გამზადებულ ორ ცალ საცხობ ლანგარზე თანაბრად გადაანაწილეთ და აცხვეთ 175 C-ზე 30 წუთით, ან სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.

5)გამოიღეთ ღუმელიდან. როცა ბისკვიტები ცოტა შეგრილდება რკინის ცხაურზე გადმოიტანეთ და ბოლომდე გააგრილეთ.

6)კრემის მომზადება: თასში მიქსერით 1 ჭიქა დარბილებული უმარილო კარაქი, 3 ჭიქა შაქრის პუდრა და ¼ ჩ/კ მარილი დაბალ სიჩქარეზე კარგად შერევამდე თქვიფეთ (1 წუთით). გაზარდეთ სიჩქარე საშუალომდე და თქვიფეთ გაღიავებამდე და ფაფუკი მასის მიღებამდე (2 წთ).

7)კრემ–ყველი 16 ნაწილად დაყავით და თასში მასას სათითაოდ შეათქვიფეთ. როცა კრემ–ყველს ბოლომდე შეურევთ კიდევ 1 წუთით განაგრძეთ თქვეფა.

8)დაუმატეთ 4 ს/კ გადანახული ალუბლისა და რომის სიროფი და 1 წუთის განმავლობაში ნელ–ნელა შეურიეთ მასას. დარჩენილი სიროფი შეინახეთ და კრემი ნამცხვრის მორთვამდე მაცივარში შედგით.

9)როცა კრემის მომზადებას მორჩებით, ნამცხვრის თითოეული ფენა შუაში ჰორიზონტალურად გაჭერით ისე, რომ 4 თანაბარი ფენა მიიღოთ (ფენები კრემის მომზადებამდე არ გაჭრათ, რადგან გამოშრება). ერთი ფენა ნამცხვრის სადგამ ლანგარზე მოათავსეთ (გაჭრილი ზედაპირით ზემოთ).

10)1/4 ჭიქა ცივი წყალი დარჩენილ ალუბლის სიროფში შეურიეთ. ნამცხვრის პირველი ფენა 1/3 ჭიქა ალუბლისა და რომის სიროფით დანამეთ. გადაუსვით კრემი და მოალაგეთ მთვრალი ალუბლების მესამედი ნაწილი. გაიმეორეთ ეს ეტაპები დარჩენილი სამი ფენის შემთხვევაში. ბოლო ფენას დანამვა აღარ სჭირდება და არც კრემი გადაუსვათ. შედგით მაცივარში 15–20 წუთით, შემდეგ გამოიღეთ და თავზე და გვერდებზე გადაუსვით კრემი. მორთეთ მთელ–მთელი ალუბლებით და გახეხილი შოკოლადით. გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს.

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge