Powered by Jasper Roberts - Blog

15:30 13.06.2017
,,ეს ჩემპიონობა არის საქართველოსი!" - ზაზა ფაჩულია

ეს დასაწყისი იყო, კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება და არა მარტო კალათბურთში, - ამის შესახებ კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა. 
 ფაჩულია ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჩემპიონობა ”სასწაული შეგრძნებაა”.


”ამდენი შრომა გავიარეთ, ამდენი ოფლი და ვარჯიში იყო იმისთვის, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით. გავხდით ჩემპიონები და ეს ძალიან დიდი სიამაყე და სიხარულია. ყველა ჩემს გულშემატკივარს ვულოცავ. ეს ჩემპიონობა არის საქართველოსი და ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის, ითამაშებენ კალათბურთს. ეს დასაწყისი იყო, კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება და არა მარტო კალათბურთში. გილოცავ საქართველო”, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.



შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. 



ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge