Powered by Jasper Roberts - Blog

12:07 15.06.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი - „შემოსაზღვრე საქართველო" ხორციელდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 ივნისიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ხორციელდება პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო".


პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებმოსახლეობის ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართვა.


„შემოსაზღვრე საქართველოს" ფარგლებში, ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებში, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება; ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდება ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს, რომლებიც წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას ( ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ლ. ასათიანი, ტ. გრანელი), ასევე ისაუბრებენ  კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე; მწერლები ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს.  დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენისა და ფილმების ჩვენებების მოწყობა, ასევე კონცერტები ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge