Powered by Jasper Roberts - Blog

12:03 17.06.2017
ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ დოკუმენტში, რომელიც გასულ კვირას გახდა ცნობილი, გარკვეული ცვლილებები შევიდა.



”დაემატა რამდენიმე ახალი ფორმულირება - დასკვნაში ჩაიწერება, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსზე მიღებული, რომ დოკუმენტი არ იყოს ერთპარტიული. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას პარლამენტის ზედა პალატა, რომელიც იქნება დამბალანსებელი ქვედა პალატის ძალაუფლების. მომხსენებელმა თქვა, რომ შევქმნათ გარდამავალი ზედა პალატა. ამასთან, ჩაიწერა, რომ სასურველია, პარლამენტმა აღარ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანუ იუსტიციის საბჭოს წარდგენით წარადგინოს პრეზიდენტმა და პარლამენტრმა ამაში მონაწილეობა არ მიიღოს”, - განაცხადა ანა დოლძემ. მისი თქმით, დასკვნის სრული ვერსია 19 ივნისს გამოქვეყნდება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge