Powered by Jasper Roberts - Blog

13:50 17.06.2017
„ბებერი ევროპის“ დეპუტატთა რეზოლუცია საქართველოს და აზერბაიჯანს კარგს არაფერს უქადის

«Независимая газета» (რუსეთი)

http://www.ng.ru/cis/2017-06-16/5_7009_georgia.html

 

ევროპარლამენტმა 14 ივნისს მიიღო რეზოლუციააფგან მუხთარლის საქმე და მედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში“. ევროდეპუტატებმასერიოზული შეშფოთებაგამოხატეს აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და აზებაიჯანში მისი უკანონო გადაყვანის თაობაზე, რაცსაერთაშორისო ჰუმ,ანიტარული სამართლის დარღვევად მიიჩნევა“. შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ორ სამხრეტკავკასიურ სახელმწიფოს-აზერბაიჯანს და საქართველოს არაფერს კარგს არ უქადის“, - ასეთი ნეგატიური პროგნოზია გადმოცემული სტატიაში, რომელიცნეზავისიმია გაზეტაშიადაბეჭდილი (ავტორი: იური როქსი).

 

დოკუმენტი შეიცავს ისეთ მოწოდებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც, თუ სიტუაციის განვითარებას დავაკვირდებით, საეჭვოა, რომ თბილისმა და ბაქომ შეასრულოს, თანაც ისე სწრაფად, როგორც ევროპელ დეპუტატებს სურთ. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანული მხარე გარკვეული პერიოდიდან მსგავს რეკომენდაცია-მოწოდებებს ფორმალურადგაგებით ეკიდება“, პრაქტიკულად ი - რაც შეეხება ქართულ მხარეს, რა თქმა უნდა, თბილისზე ევროპის აზრი შედარებით მეტად მოქმედებს, თუმცა რეზოლუციის ეფექტი, აფგან მუხთარლის ადვოკატების აზრით, ეჭვებს იწვევს - შეასრულებს თუ არა ხელისუფლება რეკომენდაციებს? მაგალითად, მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება“, „პასუხი აგებინოს ყველა სავარაუდო დამნაშავესდა .. დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საქართველოს სპეცსამსახურების როლი აფგან მუხთარლის გატაცებაში: „ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას აფგან მუხთარლის ძალის გამოყენებით გაუჩინარებაში“. გარდა ამისა, რეზოლუციაში ნათქვამია: „ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობა იქნება ევროკავშირ-საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა და ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე“.

 

რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანს ეხება, უფრო მკაფიო (ლაპიდარული) და რადიკალურია: ოფიციალურმა ბაქომაფგან მუხთარლის ბრალდება უნდა მოუხსნას და ოპოზიციური ჟურნალისტი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს“, პარალელურად კი გადასინჯოს ყველა ის დაკავებები, რომელიც ადამიანის უფლების დარღვევებს უკავშირდება“.

 

აზერბაიჯანული მხარე ჯერ დუმილ ინარჩუნებს, ქართულმა მხარემ კი ევროპარლამენტს უთხრა - ყველაფერი კეთდება გამოძიების უზრუნველსაყოფადო და თან განაცხადა, რომ ჩემი სპეცსამსახურები აფგან მუხთარლის გატაცებაში არ მონაწილეობდნენო“. ავტორი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა უკვე ბრიუსელში იმყოფება და შეეცდება ევროპელი დეპუტატების წინაშე გამოვიდეს.

 

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია, თუ ბაქოს რომელ ციხეში იმყოფება აფგან მუხთარლი, როგორია მისი მდგომარეობა და .. იქვე მკითხველი გაეცნობა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებასაც, რომლის თანახმად, „აფგან მუხთარლის საქმისპოლიტიზება დაუშვებელია და არავინ არ უნდა შეეცადოს შუღლი ჩამოაგდოს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge