Powered by Jasper Roberts - Blog

12:51 19.06.2017
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით ამკაცრებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით გაამკაცრებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ტასი“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. 



„1-ელი ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ასევე „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე რიგი ღონისძიებები ტარდება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის კონტროლის გაძლერებისკენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 



ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ღონისძიებების მიზანია დანაშაულის პროფილაქტიკა სასაზღვრო ზონაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge