Powered by Jasper Roberts - Blog

16:09 19.06.2017
"დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება"

"დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება"



რა რაოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღო ეროვნულმა ბანკმა მიმ­ოქცევიდან და როგორ ყალბდება კუპიურები, "კვირის პალიტრას" ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მამუკა ხუციშვილი ესაუბრა: 



- ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტო ერთ კვარტალში, მიმოქცევიდან 57.000 ლარის ოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღეს. გაყალბებული იყო 10, 20, 50, 100 და 200-ლარიანი კუპიურები. დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება. უცხოეთში ხალხი ფულის ამო­მცნობ ნიშნებს უკეთ იცნობს, კუპი­ურებს გულდასმით ათვალიერებენ, ჩვენთან კი ასე არ ხდება და მავნებლური შედეგიც სახეზეა. ჩემი გამოთვლით, დღეს ქვეყანაში 50 მლნ ღირებულების ყალბი ფული მაინც ტრიალებს.



- ეს როგორ გამოთვალეთ?



- მარტივად, პირადად მე, ერთი წლის განმავლობაში ყალბი კუპიურებით და მონეტებით 25 ლარი"აღმომაჩნდა, ხურდაში­ მო­მცეს. მივხვდი, ყალბი იყო, მაგ­რამ უკან არ დავაბრ­უნე - მოწაფეებისთვის საჩვენებლად ვიყენებ­. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მინიმუმ 3 მილიონ მოქალ­აქეს გაყალბებული კუპიურები და მონეტები წლის განმავლობაში ჩემსავით დაუგროვდა, თითოს - 20 ლარის ოდენობით მაინც. 20 რომ 3 მილიონზე გავამრავლოთ, 60 მლნ-ია. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ბრუნვაში, სულ მცირე, 50 მლნ ყალბი ფული ტრიალებს. გაყალბებულია დოლარიც, ევროც და სხვა კუპიურებიც. 



ცოტა ხნის წინ ლაგოდეხში დიდი რაოდენ­ობით ყალბი აზერბაიჯანული მანათი აღმოაჩინეს, ბათუმში - დოლარი, თბილისში - ევრო. ბათუმში თურქეთის მოქალაქემ ყალბი 100.000 დოლარის გასაღება სცადა. საბანკო გადარიცხვა კიდეც განახორციელა­, თუმცა ერთ-ერთი ოპერატორი, რომელმაც მას ყავა მიართვა, დააეჭვა კუპიურის ნამდვილობამ. დარეკა თბილისში, სადაც დაუზუსტეს, რომ დოლარს ერთი დამცავი ნიშანი აკლდა. თურქი დააკავეს. თბილისში დააკავეს ორი ჩინელი - ყალბ ფულს ასაღებდნენ.



- რატომ ვერ ტარდება პრევენციული ღონისძიებები?



- მსოფლიოში ჯერ არავის­ მოუფიქრებია მანქანა, რომელ­იც სრულყოფილად ამოიცნობს, ფული ყალბია თუ არა. ულტრაი­ისფერ დეტექტორს მხოლოდ 2% აქვს ცნობადობა. 
ადრე არსებობდა მოლარე-ოპერატორების გადამზადების სისტემა, რომელთაც ფულის დამცავ ნიშნებსა და მათ ამოცნობას ასწავლიდნენ. ეს სისტემა თავის დროზე კახა ბენდუქიძემ გააუქმა - სახელმწიფო კერძო­ სექტორს (ბანკებს) არ უნდა ემს­ახურებოდეს და ამაში ფულს არ უნდა ხარჯავდესო. ჩემმა მოსწავლემ 

ექსპე­რიმენტი­ ჩაატარა - შევი­და ორ სახელგანთქმულ ბა­ნკში, მოლარე-ოპერატორს წარუდგინა ეროვნული ვალ­უტის ერთ-ერთი დამცავი ნიშანი­ და ჰკითხა, რა ნი­შან­იაო. ასეთ ნიშანს არ ვიცნობთ და ფულს ის საერთოდ არ აქვსო(?!).


ჩვენთან ჯერჯერობით ყალბ ფულს ფოტოკოპირების მეთოდ­ით ამზადებენ. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ სტამბურად დაამზადოს და შემოიტანოს. 300-400 მლნ ყალბი ფული რომ დატრიალდეს, ეს ეკონომიკის სრული კოლაფსის ტოლფასი იქნება. მოხდება საქონლის გადინება და ხელში ფარატინა ქაღ­ალდი შეგვრჩება. ამას მოჰყვება ინფლაციისა და უმუშევრობის დონის გაზრდა, ბიზნესობიექტების დახურვა, მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება.



მსოფლიოში 20 მიწისქვეშა­ სტამბა არსებობდა, რომელიც ყალბ ფულს მაღალ პოლიგრაფი­ულ­ დონეზე ბეჭდავდა. ვინ უწყო­ბდა ამ საერთაშორისო დანაშა­ულს ხელს, ეს ცალკე საკითხია. ამერიკამ დიდი ძალისხმევით მოახერხა მისი 8-მდე შემცირება, თუმცა ესეც დიდი უბედურებაა...



ერთ ამბავს გავიხსენებ: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდ­ენტი ნოდარ ჯავახიშვილი შევარ­დნაძესთან ერთად იყო ავსტრიაში. ერთ დღეს მაღაზიაში ჰალსტუხის საყიდლად შევიდა, ასდოლარიანი ამოიღო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა და ატყდა ერთი ამბავი... დააკავეს ბატონი ნოდარი,­ გაჩხრიკეს მისი სასტუმროს ნომერი. იქიდან დაბრუნებულმა დამავალა, რომ უცხოეთის ბანკებში სასწავლებლად წავსულიყავი და დაბრუნებისთანავე ბანკების მოლარე-ოპერატორების გადამზადება დამეწყო (14 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი). 

ავტორ(ებ)ი : kvirispalitra.ge