Powered by Jasper Roberts - Blog

17:09 19.06.2017
თელავში დასაქმების რიგით მეორე ფორუმი გაიმართა

2017 წლის16 ივნისს თელავში, ნადიკვრის ქ № 21 -ში, გაიმართება დასაქმების რიგით მეორე ფორუმი. ფორუმი ორგანიზებულია პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში.

 

დასაქმების ფორუმზე კახეთის რეგიონში მოქმედი  მცირე და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელები, ასევე საჯარო ორგანიზაციები,  სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიებს (20–მდე ვაკანსიას) შესთავაზებენ  და მათ   დასაქმების ან  სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემენ.

 

სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გასაუბრება მათთვის სასურველ ვაკანსიაზე, წარმოადგინონ საკუთარი შესაძლებლობები და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებლებთან.

 

პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და  ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან "ოტავა–98" პარტნიორობით ახორციელებს.

 

ფორუმს  სტუმრის სტატუსით დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში – იანოშ ჰერმანი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, თვითმმართველი ქალაქი  თელავის მერი – პლატონ კალმახელიძე, პროფესიული სასწავლებლების, შშმ პირთა  უფლებების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციების   წარმომადგენლები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge