Powered by Jasper Roberts - Blog

17:27 19.06.2017
„ყაჩაღანის“ ნავთობის ექსპორტი საქართველოს გავლით გაიზრდება"-ინტერვიუ ერმუჰამბეთ ერთისბაევთან

Astana - (ყაზახეთი), 18 ივნისი, 2017 წელი

http://astanatv.kz/news/show/id/58292.html

 

ყაზახეთის ტელეკომპანია «Astana TV»-ის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამაში «Избранное за неделю» 18 ივნისს (საღამოს), გადაიცა ინტერვიუ საქართველოში ყაზახეთის ელჩთან ერმუჰამბეთ ერთისბაევთან, რომელშიც იგი ტელეჟურნალისტ კარიმა კურალოვას ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასა და მის პერსპექტივებზე ესაუბრება.

 

ტელეჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ კლებულობდა 2008-2012 წლებში ვაჭრობის მოცულობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, ყაზახი დიპლომატი ამბობს, რომ დეტალურად იქნა გაანალიზებული მიზეზები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ერთიანი სარკინიგზო ტარიფების დაწესება. „ქართულ მხარესთან მოლაპარაკებისა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმების შემდეგ ვაჭრობის მოცულობა ბოლო წლებში თანდათან მატულობს. უფრო მეტიც – აშკარად შეინიშნება ყახაზური ექსპორტის დომინირება“, -აღნიშნავს ელჩი.

 

ყახაზი დიპლომატი აღნიშნავს საქართველოს სპეციფიკას: „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში ყაზახეთმა ძალიან დიდი ინვესტიციები დააბანდა. ამ დღეებში ასტანაში პრეზიდენტების -ნურსულთან ნაზარბაევისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის დროს ამ ფაქტზე აქცენტი იქნა გაკეთებული. ქართველმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები ყახაზეთს უკან დაუბრუნდებოდა. სხვათა შორის, ყახაზეთმა საქართველოს ინვესტირება თბილისისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში დაიწყო. ჩვენი ფული საქართველოს ეკონომიკას ძალიან დაეხმარა. ვთქვათ, თბილისში ყოფნისას, ტურისტები აღფრთოვანებულნი შესცქერიან სასტუმრორედისონისშენობას, ასევე ბათუმში. ყახაზური ინვესტიციებით აგებული კომფორტული სასტუმრო ბათუმის სანაპირო ბულვარში მდებარეობს და სხვა შენობებისაგან აშკარად გამოირჩევა“.

 

 

ერმუჰამბეთ ერთისბაევის აზრით, ქართველმა მილიარდერმა-ბიზნესმენებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ყახაზეთისა ნავთობსა და გაზს. იგი საუბრობს აგრეთვე კომპანიაყაზტრანსოილისმიერ ბათუმის, ფოთის და ყულევის სატვირთო ნავსადგურების გამოყენების შესახებაც: „რასაკვირველია, ხსენებულ პორტებში აზერბაიჯანელებთან კონკურენცია რთულია და ყველაფერი მენეჯმენტსა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. ჩვენმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომყაჩაღანისსაბადო უკვე ამუშავდა. დღეს უკვე არის 80 მილიონი ტონა ნავთობი, იქნება 100 და მეტიც. ყახაზეთი დაინტერესებულია ტრანზიტით, ბათუმის პორტის უკეთ სარგებლობით და საქონელთბრუნვის მატებით“, - ხაზი გაუსვა დიპლომატმა ინტერვიუში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge