Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:59 20.06.2017
მოამზადეთ ალუბლის ჩიზქეიქი!

ალუბალი და ექსპერიმენტები თუ ძალიან გიყვართ, ეს ჩიზქეიქი თქვენს გულს აუცილებლად დაიპყრობს.

 

 

ინგრედიენტები:

  • 160 გრამი ფქვილი
  • 200 გრამი შაქარი
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 600 გრამი ალუბალი
  • 300 გრამი არაჟანი
  • 7 ჩ/კ ჟელატინი
  • 800 გრამი ხაჭო
  • 5 გრამი ვანილის შაქარი
  • 0.25 ჭიქა წყალი
  • 100 გრამი რძიანი შოკოლადი
  • მწიკვი მარილი

 

 

მომზადების წესი:

 

 

1. ფქვილს რბილი კარაქი, კვერცხი, შაქარი და მარილი შეურიეთ. მოზილეთ ცომი. გადაახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში და მაცივარში 30 წუთით შედგით. ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და კარაქი გადაუსვით. ცომი ამ ფორმაში გადმოიტანეთ, ჩანგლით ნაჩხვლეტები გაუკეთეთ, 20 წუთით ღუმელში შედგით.

 

 

2. ჟელატინს წყალი დაასხით. ცოტა ხნით გააჩერეთ. მანამდე ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში შეურიეთ. დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. კარგად აურიეთ. ჟელატინი საშუალო დონის ცეცხლზე დადგით. დაელოდეთ, სანამ არ შესქელდება, შემდეგ კი დაუმატეთ ხაჭოს მასა და გასუფთავებული ალუბალი. კარგად აურიეთ.

 

 

3. მიღებული მასა გაცივებულ ბისკვიტს გადაუსვით და მაცივარში დაახლოებით 6 საათით შედგით. გაადნეთ შოკოლადი და მორთეთ ტორტი. მოაყარეთ ალუბალიც.

ავტორ(ებ)ი : kulinariumi.ge