Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:19 21.06.2017
როგორ მოვამზადოთ სამარხვო ტოლმა

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • სტაფილო - 1-2
  • სოკო - 200 გ
  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • კომბოსტო - 1 თავი
  • მწვანილი
  • ტომატ-პასტა - 2 ს.კ

 

მომზადების წესი
ბრინჯი მოვხარშოთ და გადავწუროთ. 

სოკოდა ხახვი დავჭრათ, მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ გახეხილი სტაფილო. მოვშუშოთ კიდევ 1-2 წუთი. შემდეგ შევურიოთ ბრინჯს, დავამატოთ მარილი და პილპილი. სურვილის შემთხვევაში დავამატოთ მწვანილი: ოხრახუში ან კამა.


კომბოსტო მოვწალოთ მდუღარე წყალში,როგორც ჩვეულებრივი ტოლმის დროს ვაკეთებთ.  დავადოთ კომბოსტოს ფურცლებს ბრინჯი და გადავახვიოთ. ჩავალაგოთ ქვაბში.


ტომატ-პასტა გავხსნათ 2 ჭიქა წყალში, დავამატოთ მარილი და დავასხათ ტოლმას. მოვხარშოთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge