Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:39 21.06.2017
როგორ მოვამზადოთ პოპულარული და ძალიან გემრიელი კერძი "მადამ ბოვარი"?

 

1   კგ. კარტოფილი
700   გრ. შერეული ფარში
1   თავი ხახვი
200   გრ. გახეხილი ყველი
200   გრ. მაიონეზი
2   ცალი მოხარშული კვერცხი
მარილი და პილპილი
1   კბილი ნიორი
რეცეპტის მომზადების საფეხურები

1)კარტოფილი გათალეთ, მრგვლად დაჭერით და მოხარშეთ ან შეწვით.

2)ამასობაში, ფარში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ტაფაზე მოთუშეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

3)მაიონეზს დაჭყლეტილი ნიორი და პილპილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. (შეგიძლიათ მაიონეზის ნაცვლად არაჟანი გამოიყენოთ, თუმცა მაიონეზი მეტად ნოყიერია).

4)დაგჭირდებათ ცეცხლგამძლე ჭურჭელი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭვირვალე ცეცხლგამძლე ლანგარი). პირველ ფენად ფორმის ძირში მრგვლად დაჭრილი მოხარშული/შემწვარი კარტოფილი მოალაგეთ. ზემოდან მოათავსეთ მოთუშული ფარშის ნაზავი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი მოხარშული კვერცხი. შემდეგ, გახეხილი ყველი. თუ ჭურჭელი ღრმაა, შეგიძლიათ, ფენები ამ თანმიმდევრობით კიდევ გაიმეოროთ. ბოლოს, თავზე მოასხით მაიონეზის ნაზავი და მთლიან ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ. ზემოდან მრგვლად დაჭრილი პომიდვრით მორთეთ. შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 15–20 წუთით 200 C-ზე. გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge