Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:20 24.06.2017
უგემრიელესი და უმარტივესი დესერტი სამარხო -ტორტი ჭიქებში, რომელიც ცხობის გარეშე უბრალოდ პირში დნება

 

სამარხო ტორტი ჭიქებში

 

 

უგემრიელესი  დესერტი  ცხობის  გარეშე, რომელიც  უბრალოდ  პირში  დნება

ინგრედიენტები:
ფქვილი
1 ჭიქა
შაქარი
1,5 ჭიქა
ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”)
300 გრ
ნიგოზი, თხილი ან ნუში
200 გრ
თეთრი ქიშმიში
100 გრ
ალუბალი
500 გრ
ვანილი
2 ცალი
კონიაკი
2 სკ
1. მოვამზადოთ  კრემი:  1 ჭიქა  ფქვილი,  1,5  ჭიქა  შაქარი,  1 ვანილი  და  1/4  ჩკ  მარილი  კარგად  შევურიოთ  ერთმანეთს.  დავასხათ  1 ლ  ადუღებული  წყალი,  თან   ვურიოთ,  რომ  არ  გაიკეთოს  კოლტები.  შემოვდგათ  ცეცხლზე,  მორევა  არ  შევაჩეროთ  და  ავდუღოთ.  არ  გადმოვდგათ  ცეცხლიდან  კიდევ  3-4  წუთი,  სანამ  ოდნავ  ოქროსფერი  არ  გადაკრავს.

 

2. მიქსერით  კარგად  ამოვიყვანოთ  სამარხვო  კარაქი  ან  მარგარინი,  ჩავასხათ  2 სკ  კონიაკი   და  შევურიოთ  გაგრილებულ,  წინასწარ  მომზადებულ  ფაფას  და  დავუმატოთ ვანილი.  გახსოვდეთ,  რომ  კრემი  იმდენ  ხანს  უნდა  ვთქვიფოდ  მიქსერით,  სანამ  ძალიან  ფაფუკი  არ  გახდება.

 

3. დავფხვნათ  სამარხვო  ” პეჩენიები” ,  მოხალული  თხილი  ან  ნიგოზი.

 

4. გავრეცხოთ  ქიშმიში,  ცოტა  ხანი  დავტოვოთ  წყალში.  გადავუწუროთ  წყალი  და  კარგად  შევამშრალოთ.

 

5. გამოვაცალოთ  ალუბალს  კურკა (შეგიძლიათ  აირჩიოთ  ნებისმიერი  სეზონური  ხილი)  დავაყაროთ  შაქარი  და  გავაჩეროთ,  სანამ  შაქარი  არ  გადნება  და  ალუბალი  წვენს  არ  შეიყენებს.

 

6. ტორტის  მომზადებისთვის  შეგიძლიათ  გამოიყენოთ  ერთი  მთლიანი  ჭურჭელი  ან  ცალ-ცალკე  ჭიქები.  სასურველი  ჭურჭლის  ძირზე   3- 4  სანტიმეტრის  სიმაღლეზე ჩავასხათ  კრემი,  შემდეგ  მოვაყაროთ  დაფხვნილი  ” პეჩენია”,  თხილი,   ქიშმიში   და  მოვასხათ  ალუბლის  მასა.  გავიმეოროთ  ეს ყველაფერი  იგივე  თანმიმდევრობით,  სანამ  ინგრედიენტები  არ  გაგვითავდება.   ზემოდან  მოვრთოთ  ცოცხალი  ხილით.  შევდგათ  მაცივარში  და  კარგად  გავაციოთ.

ავტორ(ებ)ი : http://receptebi.ge