Powered by Jasper Roberts - Blog

13:52 26.06.2017
საქართველო-რუსეთი: სახიფათო ზღვართან?

«RFI – Radio France Internationale>> (საფრანგეთი)

 

საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსმიერ 25 ივნისს ეთერში გადაცემულ მასალაში ყურადღება ეთმობა საქართველოში გასული კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, განსაკუთრებით კი სამ აქტუალურ საკითხს: საქართველოს საკონსტიტუციის ცვლილებებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების ალბათობას (ავტორი : გიორგი ლებანიძე).

 

საკონსტიტუციო ცვლილებები


მიმოხილვაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მომენტები. მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს (ისინი ნეგატიურად არიან განწყობილნიქართული ოცნებისმიერ შემუშავებული ცვლილებების მიმართ), თუმცა უმრავლესობამ 115 ხმით მაინც მოახერხა გადაწყვეტილების მიღება (მხოლოდ ორი ხმის რეზერვით).

 

მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანობაში არ შეესაბამება ავტორიტეტული ორგანიზაციის - ევროსაბჭოსვენეციის კომისიისრეკომენდაციებს, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ტრადიციულად მიმართავენ ხოლმე რჩევებისათვის. ზოგადად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მოწმობს, რომ საქართველო საბოლოოდ გადადის ხელისუფლების დანაწილებისფრანგული მოდელიდან“ „გერმანულ მოდელზე“, რომლის დროსაც ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების -მინისტრთა კაბინეტის ხელშია, სახელმწიფოს მეთაური კი მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს. ოპოზიცია ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევსერთპარტიული კონსტიტუციისმიღებას. პარტიადემოკრატიული მოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა ისიც განაცხადა, რომრადგანაც დღევანდელი ხელისუფლება დემოკრატიული გზით ვეღარ შეიცვლება, ოპოზიცია მასობრივი აქციებისთვის უნდა მოემზადოსო“.

 

პოლიტოლოგი გია ნოდია ამგვარ განცხადებასძალიან თამამსუწოდებს. მისი აზრით, „ამჟამად ოპოზიციას მასობრივი აქციების მოსაწყობად აუცილებელი რესურსები არ აქვს, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ემოციურად არ აღიქვამს. როგორც ჩანს, შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში წარმატებებს მიაღწევს“.

 

საქართველო-რუსეთი: სახიფათო ზღვართან?

 

20 ივნისს , თბილის-ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისტავისადმი მიზღვნილ საზეიმო შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს რუსეთი უშლისო. „საქართველოს ისეთი მეზობელი ჰყავს, რომელიც სულ მუდამ გაიძახის -  პატივს ვცემ და ვიცავ მეზობლების სუვერენიტეტს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით აკეთებს“, -  ეს ამერიკელი დიპლომატის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. იან კელის აზრით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ თვლის დაცდილობს ისეთი სიტუაცია შექმნას, რომლის გამო საქართველო ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“. ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

თითქმის იმავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველომზარდ აგრესიულობაშიდაადანაშაულა და შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და ნატოს შორის გაღრმავებული ურთიერთობის გამო“. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა საქართველოს საკითხებში, „მგიმო“- (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტ//უნივერსიტეტის) მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამქართულმა ოცნებამბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უფრო მეტი გააკეთა ნატოსთან ინტეგრირების საკითხში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“. რუსი მეცნიერის აზრით, „რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ნატოს აქტიურობას საქართველოში, რასაც სამხრეთ ოსეთში არსებული სამხედრო ბაზის გაძლიერება და იქ ჩატარებული მანევრები მოწმობს“.

 

რუსი პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომქართული ოცნებაპროდასავლურ პოლიტიკას ატარებსო, მაგრამ ოპოზიცია მმართველ პარტიას კვლავ პრორუსულობაში ადანაშაულებს, თუმცა სწორედმეოცნებეთამმართველობის დროს მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და უვიზო რეჟიმის დაწესებას შენგენის ქვეყნებში მიმოსვლისათვის.

 

საქართველოში მონარქიაზე ოცნებობენ?

 

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიული წყობის დამყარების ინიციატივა წამოაყენა და განაცხადა, რომ კარგი იქნება დავფიქრდეთ ბაგრატიონების სამეფო დინასტიის ტახტის აღდგენაზეო.

 

რამდენადაა ეს ყველაფერი რეალური  და სასარგებლო ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც უკვე დიდი ხანია რესპუბლიკური წყობის პირობებში ცხოვრობს, ამის თაობაზერადიო ფრანსე ინტერნასიონალესკორესპონდენტს აფხაზ თავადთა უძველესი გვარის - აჩბების  შთამომავალი, თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე ესაუბრება:

 

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ როცასაკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზესაუბრობენ, ეს ნონსენსია, რადგან საქართველოში არასდროს საკონსტიტუციო მონარქია არ არსებობდა. იყო მხოლოდ ფეოდალური ტიპის აბსოლუტური მონარქია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 1801 წელს გაუქმდა, დასავლეთ საქართველოში კი - 1810 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დროებრივი წყვეტილობა გვაქვს წინამეფობისპერიოდიდან, ანუ 1801 წლიდან, თუმცა აქაც დავაზუსტებ - ჩემი აზრით, „დროებრივი წყვეტაუნდა აითვალოს 1917 წლიდან, რადგან 1917 წლამდე საქართველო მონარქიის პირობებში ცხოვრობდა - რუსეთის იმპერიის დროს. ასე რომ, ბაგრატიონების დინასტიის მეფობის შეწყვეტიდან ჩვენ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ისევ მონარქიულ წყობაში ვცხოვრობდით. მაგრამ როგორც არ უნდა შემცირდეს დროებრივი წყვეტა მონარქიებს შორის, ის მაინც ხანგრძლივი გამოდის. არცერთ ქვეყანას ასეთი წყვეტის შემდეგ მონარქია აღარ აღუდგენია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა მონარქიას უკვე გადაეჩვია და ამიტომაც, ჩემი აზრით, არასწორი იქნება, ამ გზით თუ წავალთ.

 

- შესაძლოა მონარქიის აღდგენის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური მმართველობის ფორმას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების უნარი არ აქვს?


- პრობლემების არსებობა მმართველობის ფორმის ბრალი არ არის! საქმე იმაშია, რომ თვით საზოგადოება უნდა იყოს ორგანიზებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასე რომ, მონარქიის აღდგენა, გინდაც კონსტიტუციურად შეზღუდული ფორმით, საქართველოსთვის სარგებელის მომტანი ვერ იქნება. პირადად მე მონარქიის მომხრე ვარ, მომწონს, მაგრამ ისეთი, როგორიც ჩრდილოეთ ევროპაში არსებობს. მაგრამ ჩვენ მათგან იმით განვსხვავდებით, რომ იქ მონარქია ტრადიციულად, უწყვეტად არსებობს. არსად, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე, რომ ხალხი ასეულობით წელი მონარქიის გარეშე ცხოვრობდა და უცებ მონარქია აღადგინეს


- როგორც ცნობილია, ერთიანი საქართველოს მეფის ტიტულატურა ასე ჟღერდა: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენა ხელს შეუწუობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასო. რამდენად საფუძვლიანია ასეთი იმედები?


 ეს ძალიან არასერიოზული იმედებია. ქართულმა ერთიანმა მონარქიულმა სახელმწიფომ თავისი არსაებობა ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში შეწყვიტა. ანუ მე-15 საუკუნიდან საქართველო უკვე დაქუცმაცებული იყო რამდენიმე ფეოდალურ სახელმწიფოდ და მას შემდეგ ფეოდალური საქართველოს ერთიანობა აღარ აღდგენილა“.

 

 

საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად ითვლება ექვსი წლის მეფისწული გიორგი ბაგრატიონი. მისი მშობლები, სამეფო დინასტიის ორი შტოს წარმომადგენლები - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2009 წელს ქართული ეკლესიის მეთაურის -  ილია მეორის კურთხევით შეუღლდნენ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge