Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:32 27.06.2017
ვინც შოკოლადის ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას, ეს რეცეპტი არ გამოტოვოთ
34  ჭიქა შაქარი
1   ჭიქა რძე
14  ჩ/კ მარილი
2   ს/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
3   ცალი კვერცხის გული
60   გრ. ნახევრად ტკბილი შოკოლადი
2   ჭიქა სქელი ნაღები
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1)საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში აურიეთ შაქარი, რძე, მარილი და კაკაოს ფხვნილი, ურიეთ მუდმივად. აადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე. კვერცხის გულები პატარა თასში მოათავსეთ და ოდნავ ათქვიფეთ. თანდათანობით შეურიეთ ქვაბიდან ამოღებული ½ ჭიქა ცხელი სითხე. შემდეგ ჩაასხით ქვაბში უკანვე. გააცხელეთ გასქელებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ დაჭრილი შოკოლადი, ურიეთ შოკოლადის გადნობამდე. ჩაასხით გრილ თასში და მაცივარში 2 საათით გააცივეთ. დროდადრო მოურიეთ.

2)როცა შოკოლადის ნაზავი ბოლომდე გაგრილდება, შეურიეთ ნაღები და ვანილი. ჩაასხით ნაყინის გასაკეთებელ მოწყობილობაში და გაყინეთ ინსტრუქციის მიხედვით.

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge