Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:13 29.06.2017
იტალიური დესერტი: მარწყვის ტარტი!

მარწყვის მოყვარულებს, ამ ტარტის რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. თავად ეს დესერტი იტალიური წარმოშობისაა.

 

ინგრედიენტები:

  • 240 გრამი ფქვილი
  • 140 გრამი ყავისფერი შაქარი
  • 90 გრამი კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ს.კ რძე
  • 1.5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ დარიჩინი
  • 100 მლ ნაღები
  • 10 ცალი მარწყვი
  • 30 გრამი შაქრის პუდრა
  • მწიკვი მარილი

 

მომზადების წესი:

 

1. შაქარს და გამდნარ კარაქს დაუმატეთ რძე და კვერცხი. ეს ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.

2. სხვა ჯამში კი ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული მასა კარაქისა და კვერცხის მასას დაუმატეთ. კოვზით კარგად აურიეთ.

 

3. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით. ცომი მასზე მოათავსეთ და გააბრტყელეთ. მარწყვი შუაზე გაჭერით და ცომის ზემოდან დააწყვეთ. 

 

4. აცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი. სანამ ტარტი გამოცხვება მიქსერით ცივი ნაღები აურიეთ და მომზადებულ ნამცხვარს კრემის სახით მოასხით.

ავტორ(ებ)ი : kulinariumi.ge