Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:42 11.07.2017
მსუბუქი და კარგად შეზავებული სადილი თუ ლანჩი "ტორტილა", რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ
რეცეპტის ინგრედიენტები
1   ს/კ მზესუმზირის ზეთი
1   თავი დაჭრილი ხახვი
1   ცალი წითელი ჩილი
12  ჩ/კ ქინძის სუნელი
12  ჩ/კ ძირა
12  ჩ/კ კურკუმა
300   გრ. პომიდორი ჩერი
500   გრ. მოხარშული კარტოფილი
1   კონა დაჭრილი ქინძი
8   ცალი ათქვეფილი კვერცხი
რეცეპტის მომზადების საფეხურები

1)ზეთი დიდ ტაფაზე გააცხელეთ. თუშეთ ხახვი და გახეხილი ჩილის ნახევარი 5 წუთით დარბილებამდე. შეურიეთ სუნელები და თუშეთ 1 წუთით. შემდეგ დაუმატეთ პომიდორი ჩერი, დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და ქინძის დაჭრილი ღეროები. ათქვიფეთ კვერცხი, შეაზავეთ მარილით და მოასხით ბოსტნეულს. წვით 8–10 წუთით კვერცხის გამყარებამდე.

2) როცა კვერცხი გამყარდება მოაყარეთ ქინძის დაჭრილი ფოთლები და დარჩენილი ჩილი. დაჭერით და მიირთვით კიტრი–პომიდვრის სალათასთან ერთად.

ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge