Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:29 15.07.2017
როგორ მოვამზადოთ გემრიერლი და სასარგებლო ჟოლოს მურაბა

ცნობილია, რომ ჟოლო უამრავ სასარგებლო მინერალსა და ვიტამინს შეიცავს. საინტერესოა, რომ თერმული დამუშავების შემდეგ ეს კენკრა ყველაზე ნაკლებად კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს, ვიდრე სხვა დანარჩენი ხილი, თუ ბოსტნეული.

 

ინგრედიენტები

 

 

  • ჟოლო - 1 კგ
  • შაქარი - 1,5 კგ

მომზადების წესები

ჟოლოს დააყარეთ შაქრის 2/3-დი, აურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამით.

მეორე დღეს გადაუწურეთ წვენი, რომელსაც გამოყოფს კენკრა და დადგით წვენი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ დარჩენილი შაქარი. ადუღეთ რამდენიმე წუთი. როცა ქაფს ნაკლებად მოიკიდებს, გადმოდგით ცეცხლიდან.

დაასხით სიროფი ჟოლოს და დადგით კვლავ დაბალ ცეცხლზე. როცა მურაბა წამოდუღდება, ხარშეთ კიდევ 5 წუთი და ცხელ-ცხელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge