Powered by Jasper Roberts - Blog

13:03 17.07.2017
თბილისის შემდეგ „ქართველთა მარშის“ ბათუმში გამართვა იგეგმება

თბილისში გამართული ”ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ”ქართველთა მარშის” ბათუმში გამართვას აანონსებს. 


“ვიმყოფები ბათუმში. ვაპირებ ეროვნულად მოაზროვნე რამოდენიმე ადამიანთან შეხვედრას და პირველ სამზადისს ბათუმში ”ქართველთა მარშის” მოსამზადებლად. გვინდა ბათუმში ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი ”ქართველთა მარშის” ჩასატარებლად! მსურველები შემეხმიანეთ”,
- წერს ლადო სადღობელაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge