Powered by Jasper Roberts - Blog

17:24 17.07.2017
ახალი დეტალები თბილისში ნაპოვნი ყელგამოჭრილი გოგონას საქმეზე

უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, ბიძაშვილს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ. 



მეზობლის ინფორმაციით, ბიჭი დაკარგულია და მას ვერ უკავშირდებიან. მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი გოგონა ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ. 



მეზობლებისვე ინფორმაციით, დეიდა, რომლის სახლშიც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ფოთში იმყოფება და ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეიდა მათ ვერ დაუკავშირდა. 



ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და მათ ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ. 

ავტორ(ებ)ი : ipn.ge