Powered by Jasper Roberts - Blog

14:31 29.07.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მსხვერპლი გახდა

Le Monde - (საფრანგეთი), 28 ივლისი, 2017 წელი

http://www.lemonde.fr/europe/article/2017/07/27/dechu-de-sa-nationalite-ukrainienne-mikheil-saakachvili-se-retrouve-exile-et-apatride_5165667_3214.html

 

იყო დრო, როცა არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებისა და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი იძულებული იყო ქვეყნიდან გაქცეულიყო და უსაქმურობისაგან ნიუ-იორკის ბრუკლინის კაფეებშიდროს კლავდა, არ იცოდა რა გეკეტებინა: „მე ჩვეულებრივი ადამიანი გავხდი“, -  მოწყენილი ხმით ესაუბრებოდა იგინიუ-იორკ თაიმსისკორესპონდენტს. ეს იყო 2013 წელს და მაშინ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი, რადგან ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ერთი წელიც არ გავა, რომ უკრაინაში მომხდარი რევოლუცია ქართველ კოლორიტულ პიროვნებას ჩვეულ ცხოვრებას და ახალგაზრდულ პერიოდს დაუბრუნებს. მაიდნის აქტიური მხარდაჭერის კვალობაზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ არენაზე შესამჩნევი ფიგურა ხდება. ქართველმა რეფორმატორმა ექს-პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავისი ტალანტი უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ოდესის ოლქშიც გამოევლინებინა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ დანიშნულ გუბერნატორს ოდესა და ოდესის ოლქი თანამედროვე ქალაქად უნდა გადაექცია და კორუფცია ამოეძირკვა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინაში ათობით ქართველი ყოფილი ჩინოვნიკიც ჩავიდა -  გამოცდილების გასაზიარებლად და რეფორმების გატარებაში დასახმარებლად.

 

ექსპერიმენტი სწრაფად დასრულდა: ერთი წლის შემდეგ გუბერნატორმა ქუდი დაიხურა და თანამდებობიდან წავიდა, თან პეტრო პოროშენკოს დაუწყო კრიტიკა - არ მეხმარებოდაო კორუფციის დაძლევაში, პირიქით, ხელს უწყობდაო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მაღალჩინოსნიდან ოპოზიციონერ პოლიტიკოსად გადაიქცა და მცირე რეფორმისტული პარტიის მეშვეობით ხელისუფლებას კვლავ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. მისი ცხოვრება ახალ ამპლუაში მოულოდნელად 26 ივლისს დასრულდა - ორსახოვანი მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა ისევ ნიუ-იორკში დაბრუნებულიყო: უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი იყო კიევის უნივერსიტეტში სტუდენტობისას, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს თურმე თავის დროზე, როცა იგი უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად ანკეტას ავსებდა, დარღვევა ჩაუდენია - არ მიუთითებია, რომ საქართველოში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

 

არის ერთი პრობლემა: როცა უკრაინის მოქალაქე გახდა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე ადამიანად იქცა. სიტუაცია საკმაოდ გაურკვეველია, თუმცა გამოსავალიც შეიძლება მოიძებნოს: მისი მეუღლე ჰოლანდიის მოქალაქეა. თუმცა, როგორც უკრაინელი დეპუტატი სერგეი ლეშენკო ამბობს, მიხეილ სააკაშვილს დღესდღეობით მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: თავშესაფარი აშშ- სთხოვოს, რადგანროგორც კი იგი უკრაინაში დაბრუნებას დააპირებს, მას დააპატიმრებენ და საქართველოს გადასცემენ“.

 

რაც შეეხება თვით უკრაინის პრტეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, მას პირადად რაიმე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, აშკარაა, იგი 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და თავის გარშემო ვაკუუმს ქმნის-  ყველა მოწინააღმდეგეს იშორებს, რომელსაც მისი დაჩრდილვა შეუძლია. საერთოდ, ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა ხდება: 2015 წელს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერობას უწინასწარმეტყველებდნენ, ის კი ოპოზიციონერი გახდა.

 

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ახსნა ასეთია, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობას უკავშირდება: ორივე ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში იმყოფება. 18 ივლისს პეტრო პოროშენკო ვიზიტით იყო თბილისში, სადაც ნატოსთან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნა განხილული. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ფეისბუქში, სინამდვილეში პეტრო პოროშენკოს მთავარი მიზანი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება იყო, რომელსაც საქართველოში მართვის სადავეები უპყრია. ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს თავის მტრად მიიჩნევს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge