Powered by Jasper Roberts - Blog

12:31 12.08.2017
დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.



თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეამ „უნდა შეწყვიტოს პროვოკაციული და ესკალაციის გამომწვევი ქმედებები“.



სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში რეზოლუციის მიღებას „კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს“.



„ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნეს თეთრ სახლში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge