Powered by Jasper Roberts - Blog

16:05 04.09.2017
ნატო რუსეთ-ბელორუსიის სამხედრო მანევრების პასუხს ეძებს

«Независимая газета» - 4.09.2017

http://www.ng.ru/world/2017-09-04/1_7065_nato.html

რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სტრატეგიული წრთვნებისდასავლეთი-2017“ («Запад-2017») დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არა მარტო გააძლიერა თავისი ქვედანაყოფები ბალტიისპირეთში, არამედ სამხედრო მანევრები დაგეგმა რუსეთის წინააღმდეგ განწყობილ ზოგიერთ ქვეყანაში. ამ გეგმის ჩარჩოებში სამ სექტემბერს საქართველოში სტატრტი აიღო ნატოს მრავალეროვნულმა სამხედრო წრთვნებმა კოდური სახელმწოდებით Agile Spirit 2017, მისი დამთავრებისას კი  უკრაინაში Rapid Trident-2017“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ვლადიმერ მუხინი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წინა წლებში Agile Spirit 2017 მხოლოდ ორმხრივ: ქართულ-ამერიკულ ჩარჩოებში ტარდებოდა, მაგრამ ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ ამ წრთვნებში უკრაინა და ნატოს სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის საქართველოს მთავარ მტრად რუსეთი და მის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ითვლებიან, ძნელი არაა წარმოვიდგინოთ, რომ სამხედრო სწავლებებში საქართველოს, უკრაინის და ნატოს სხვა ქვეყნების ქვედანაყოფების შეტევა პირობითად ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით იქნება მიმართული. მართალია, მანევრებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მასში პირველად იღებს მონაწილეობას აშშ-ის არმიის საზღვაო ქვეითების მთელი ბატალიონი, საკმაოდ შემაშფოთებელი სიახლეა.

 

მთიანი რელიეფის პირობებში პენტაგონის სპეციალური ძალების საზღვაო ქვეითთა ბატალიონი, როცა მას საქართველოს მთელი არმია მხარს უჭერს, ითვლება არა ტაქტიკურ, არამედ ოპერატიულ-სტრატეგიულ ერთეულად“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, გენერალ-ლეიტენანტი იური ნეტკაჩევი. იგი დარწმუნებულია, რომ ქართულ-ამერიკული პერმანენტული წრთვნების ერთ-ერთი ელემენტია: „მიმდინარე წელს ეს მანევრები იმ მიზნით ტარდება, რომ რუსეთმა თავისი ყურადღება Запад-2017-ის მომზადებიდან Agile Spirit 2017-ზე გადაიტანოს. გარდა ამისა, Agile Spirit 2017 სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს“. ექსპერტი იხსენებს, რომ საქართველოში სულ ერთი თვის წინათ დასრულდა საერთაშორისო სამხედრო წრთვნები Noble Partner-2017 („ღირსეული პარტნიორი“), რომელშიც 2800 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა როგორც ნატოს წევრ-ქვეყნებიდან ; აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, ასევე არაწევრებიდან :უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. „მანევრებში ჩაბმული იყო პენტაგონის ტანკსაწინააღმდეგო ასეული“, - ამბობს იური ნეტკაჩევი და ხაზს უსვამს, რომ წრთვნების გახსნის დროს თბილისში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რუსეთს აგრესორი უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც ხელყოფენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

 

 

ვაშინგტონისა და მისი პარტნიორების ასეთი განწყობა ვრცელდება არა მარტო საქართველოზე, არამედ უკრაინაზეც, სადაც თითქმის Запад-2017-ის პარალელურად, სამხედრო სწავლებაურყევი გამძლეობა-2017“ გაიმართება, მასში 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას როგორც აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრ-ქვეყნებიდან, ასევე საქართველოდანაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge