Powered by Jasper Roberts - Blog

12:17 08.09.2017
ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ეწვევა. შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს. Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ეს ორი კონცერტი, იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს.


საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი, ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის, დეივი ჯონსთოუნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. დეივი ჯონსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს - ჯგუფის შეუცვლელი წევრი და მუსიკალური დირექტორია. ელტონ ჯონი, მისი ბენდი და ბენდის მენეჯმენტი, SOLO და Eastern Promotions, გულწრფელად წუხან მომხდარის გამო და ბოდიშს უხდიან ქართველ მსმენელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ელტონ ჯონის წარმომადგენელი ოფიციალურ პრესრელიზსაც ავრცელებს.


16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთების მფლობელები, 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ - 16 სექტემბერის ბილეთები გადადის 30 ივნისის, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთები - 1-ელი ივლისის კონცერტზე. სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა. ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.


 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: www.SOLO.ge; http://facebook.com/www.SOLO.ge, ან დაუკავშირდით თქვენ SOLO ბანკირს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge